“უკრჰიდროენერგო” – წყლის დონის სტაბილიზაცია მომდევნო 4 დღეში მოხდება


ავტორი
Front News საქართველო
“უკრჰიდროენერგოს“ ინფორმაციით, წყალდიდობის ადგილებში წყლის დონის სტაბილიზაცია მომდევნო 4 დღეში მოხდება.
როგორც “უკრჰიდროენერგოს“ პრესსამსახურში აცხადებენ, სტიქიის მასშტაბები საგანგაშო რჩება, მიუხედავად იმისა, რომ კახოვკას წყალსაცავიდან წყლის დაღვრის პიკმა უკვე გადაიარა.
“7 ივნისის დილის მდგომარეობით, კახოვკას წყალსაცავიდან წყლის დაღვრის პიკმა გადაიარა. დატბორვის ზონებში დონის სტაბილიზაცია უახლოეს 4 დღეში მოხდება. თუმცა, სტიქიის მასშტაბები საგანგაშო რჩება”, – აღნიშნულია განცხადებაში.
6 ივნისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა კახოვკის ჰესი ააფეთქეს. ჰიდროელექტროსადგური მთლიანად განადგურებულია და აღდგენას აღარ ექვემდებარება.
7 ივნისის მდგომარეობით, კახოვკას წყალსაცავში წყლის დონე 2,5 მეტრით დაეცა, ხერსონის რაიონის მარჯვენა სანაპიროზე 1852 სახლი დაიტბორა.
მიმდებარე ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება.
თაგები:
კახოვკის ჰესი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს