Logo

“უკვე ერთი კვირაა, ვშიმშილობ, არ ვიღებ არც მედიკამენტებს”

საზოგადოება
1054
Frontnews image description

გოგი წულაიას წინასწარი პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივეს. პოლიტიკოსი სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოდ და უსამართლოდ მიიჩნევს და პროტესტის ნიშნად კვლავ შიმშილს იწყებს. არ იღებს არც მედიკამენტებს. ამასთან, წულაია მოსამართლისა და პროკურორის შეცვლას ითხოვს. 

ამის შესახებ  მის მიერ ციხიდან გამოქვეყნებულ წერილშია საუბარი.

"10 მაისის სასამართლო პროცესზე, რომელიც წინასწარ იყო დაგეგმილი, შოთაძის მონა პროკურორმა და მურუსიძის მონა მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა ორი თვით გამიხანგრძლივეს, რომლის შემდგომ ვეღარ მოვითმინე და დედა მოვუკითხე, ორივე ძალიან მოწადინებული იყო ჩემი დაჭერით და ამ ფაქტის მერე რას იზამენ ხომ წარმომიდგენია..

მივიღე გადაწყვეტილება, უკვე ერთი კვირაა, ვშიმშილობ, არ ვიღებ არც მედიკამენტებს. მოთხოვნა ერთია: გამიკეთონ აცილება მოსამარათლეზე და ასევე  პროკურორზე, რომელიც ჩემს დაჭერისას მონაწილეობას იღებდა ჩემს წამებასა და ღირსების შელახვაში", – წერს წულაია. 

პოლიტიკოსს სასამართლო მეგობარ ქალზე სექსუალურ ძალადობას ედავება. თავად გოგი წულაია თავს დამნაშავედ არ ცნობს. ის თავს ხელისუფლების პროვოკაციის მსხვერპლად და ივანიშვილების ოჯახის პირად პატიმრად მიიჩნევს.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები