Logo

უკვე მეცხრედ, საქართველოში სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის - 500 Global in Eurasia-ს Demo Day გაიმართება

ბიზნესი-ეკონომიკა
25
Frontnews image description

500 Global-ის ინიციატივით, საქართველოს ბანკთან და GITA-სთან პარტნიორობით, უკვე მეცხრედ, საქართველოში 500 Global in Eurasia ტარდება. 

4 დეკემბერს, 17:00 საათზე, რუსთაველის თეატრში აქსელერაციის პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება - Demo Day გაიმართება, რომლის ფარგლებშიც, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ინვესტორებსა და ფართო აუდიტორიას საკუთარი სტარტაპები გააცნონ. 

Demo Day-ზე აუდიტორიის წინაშე 8 ქვეყნის 12 განსხვავებული პროფილის სტარტაპი წარდგება - AI-ზე დაფუძნებული ჯანდაცვის სტარტაპიდან, გაყიდვების ავტომატიზაციის, საგანმანათლებლო ტექნოლოგიების, პროკურმენტისა თუ მოდის მიმართულებით. 

ამასთან, ღონისძიების ფარგლებში, დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ დამფუძნებლების, გლობალური ინვესტორების პრეზენტაციებსა და შოუქეისებს, რომელთა ძირითადი ყურადღების ცენტრი ხელოვნური ინტელექტი და გლობალური ტექნოლოგიების მომავლის ჩამოყალიბებაზე მისი ზეგავლენა იქნება. 

Demo Day-ზე აუდიტორიას საკუთარ სტარტაპებს გააცნობენ:

AdMagica.ai

ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ხელსაწყო, რომელიც ეხმარება ელ. კომერციის ბრენდებს, რამდენიმე წამში შექმნან ეფექტური სარეკლამო ვიზუალები რეალურ დროში არსებულ Meta Ads-ის მონაცემებსა და კრეატიულ ჩარჩოებზე დაყრდნობით. ხელსაწყო ანაცვლებს გრაფიკული დიზაინერსა და ციფრულ მარკეტოლოგს, პარალელურად კი ახდენს სარეკლამო ვიზუალების ოპტიმიზაციას კონვერსიისთვის.  

Adsmom

Adsmom ხელოვნურ ინტელექტზე დაყრდნობით შექმნილი ad intelligence პლატფორმაა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს, აკონტროლონ, შეადარონ და გააანალიზონ ნებისმიერი კონკურენტის Meta რეკლამები რეალურ დროში. 

Callsy AI

Callsy პირველი AI გაყიდვების აგენტია, რომელიც ელ. კომერციის პლატფორმებზე დაუმთავრებელი შესყიდვების აღსადგენად შეიქმნა და ის რეალურ დროში ხმის ავტომატიზაციას იყენებს. Callsy პერსონალიზებული სატელეფონო ზარით ავტომატურად უკავშირდება მომხმარებლებს და დაუმთავრებელ შესყიდვებს, გაყიდვებად აქცევს. 

DataCall

DataCall მცირე და საშუალო ზომის კერძო კლინიკებისთვის სატელეფონო ოპერაციების ავტომატიზაციას ახდენს

Defect ai

AI სამედიცინო აუდიტის სისტემა, რომელიც ამოწმებს ჩანაწერებს, ეხმარება კლინიკებს სადაზღვევო კომპანიების მიერ უარყოფილი ან არანაზღაურებული მოთხოვნების 90%-მდე შემცირებაში და აუმჯობესებს მომსახურების ხარისხს უახლესი კლინიკური პროტოკოლებისა და რეკომენდაციების საფუძველზე.

FashionLab

ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ცვლიან ფოტოგადაღებას მოდის ინდუსტრიაში - ხდიან მას უფრო სწრაფს, ხელმისაწვდომს, ინკლუზიურს და ოპტიმიზებულს, რაც ზრდის გაყიდვებს და ამცირებს დანახარჯებს.

Talk Labs

ხელოვნური ინტელექტის ხმოვანი სიმულაციები, რომელიც იძლევა მომხმარებლების მხარდამჭერი პერსონალის გადამზადების შესაძლებლობას. 

Neolink

ხელოვნურ ინტელექტზე დაყრდნობით შექმნილი No-Code შესყიდვების პლატფორმაა.

Quantum Neuron, Inc

Quantum Neuron არის Workforce-as-a-Service პლატფორმა, სადაც Persona მენეჯერი რამდენიმე AI პერსონას მართავს, რომლებიც  WhatsApp-ის, Instagram-ის, ელ. ფოსტის და ხმოვანი სერვისის საშუალებით სთავაზობენ პროდუქციას მომხმარებლებს, მხარდაჭერას უწევენ მათ, რითაც 48-72 საათში ქმნიან ხელშესახებ ბიზნეს შედეგებს. 

Rebookify

Rebookify ტურისტულ სააგენტოებს ეხმარება, გაზარდონ მოგება, სასტუმროების რეზერვაციების უფრო იაფიან ალტერნატივებზე გადაჯავშნით. 

Spotwise

ეს არის AI გაყიდვების აგენტი, რომელიც კონკურენტების რეკლამების მონიტორინგს რეალურ დროში ახორციელებს და აქცევს მათ მოგებად. 

Stackbooster

Stackbooster-ი ავტონომიური AI სკეილინგის დახმარებით, ზრდის ქლაუდის ეფექტურობას. 60%+-ით ამცირებს ხარჯებს და აუმჯობესებს აპლიკაციის ეფექტურობას. 

ინფორმაციისთვის, 500 Global in Eurasia-ს ფარგლებში, შერჩეული მონაწილეები 12 კვირიან აქსელერაციის პროგრამას გადიან, რომელსაც მსოფლიო დონის ექსპერტები უძღვებიან; ინტენსიური გადამზადების პროგრამის ფარგლებში მონაწილეები იძენენ როგორც თეორიულ ცოდნას, ასევე პრაქტიკულ გამოცდილებას; იზიარებენ საჭირო ექსპერტიზას და ამყარებენ ახალ კავშირებს, რაც მათ სწრაფი ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

500 Global in Eurasia საქართველოში 2020 წლიდან 500 Global-ის მიერ, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით ხორციელდება. 2022 წელს ორგანიზაციებს შორის გაფორმდა ოთხწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, ინტენსიური გადამზადების კურსი საქართველოში წელიწადში ორჯერ იმართება.

მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტარტაპებს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, რომლებსაც აქვთ სურვილი, მიიღონ ცოდნა დარგის ექსპერტებისგან და მოახდინონ ბაზარზე სწრაფი მასშტაბირება. ინიციატივის ფარგლებში, უკვე გადამზადდა 10 ქვეყნის 80-ზე მეტი სტარტაპი. 


(R)

Advertisement