Logo

ულრიხ ლეხტე – სამწუხაროდ, ხელისუფლება არ შეგვხვდა, დრო რატომღაც ვერ გამონახეს

პოლიტიკა
1075
Frontnews image description

გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციის წევრების განცხადებით, მათ სურდათ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შეხვედრა, ასევე შეხვედრა მეორე და მესამე დონეზე, თუმცა უარი მიიღეს.

მათი განცხადებით, მთავრობის ახლანდელი პოლიტიკით არ არსებობს გზა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.

“სამი დღე ვიყავით აქ, შევხვდით არასამთავრობოებს, ოპოზიციურ პარტიებს. სამწუხაროდ, ხელისუფლება არ შეგვხვდა, ჩვენი სურვილის მიუხედავად. ჩვენ ვითხოვეთ შეხვედრა უმაღლეს დონეზეც, მეორე და მესამე დონეებზეც, მაგრამ უარი მივიღეთ. დრო რატომღაც ვერ გამონახეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ვიზიტი კვირების წინ იყო დაგეგმილი. იმედის მაქვს, არჩევნების შემდეგ დემოკრატიისკენ სვლა გაგრძელდება ძლიერი მთავრობით. ეს კიდევ უფრო სამწუხაროა იმ ფონზე, რომ საქართველოს გერმანიისგან ასეთი მხარდაჭერა აქვს”, – განაცხადა ულრიხ ლეხტემ.

საქართველოში ვიზიტად მყოფ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში შემავალი ფრაქციების სპიკერებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე შეხვდა.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები