“ულტიმატუმებით და კატეგორიულად საუბარი არ არის ის ფორმა, რომელიც დემოკრატიულ საზოგადოებაში უნდა არსებობდეს”

ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეების აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს პროტესტი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ არის მიმართული.
"ნამოხვანთან დაკავშირებით, მე პირიქით, მინდა თქვენ დაგისვათ მთავარი შეკითხვა, როდესაც პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი და შემდეგი თვეების განმავლობაში მისი აშენება არ ხდება. როდესაც პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასება ხელახლა მოხდება და ასევე თქვა, რომ დადებული ხელშეკრულების ექსპერტიზა და შეფასება მოხდება დამოუკიდებელი ორგანიზაციის მიერ. მაინტერესებს, რას აპროტესტებს ამ ჯგუფის ორგანიზატორი და რა არის დღეს მოთხოვნები, თუ არა ის, რომ საერთოდ გაუქმდეს ეს პროექტი.
ეს დამოკიდებულება გახლავთ მიუღებელი. ულტიმატუმებით და კატეგორიულად საუბარი ვფიქრობ, არ არის ის ფორმა, რომელიც დემოკრატიულ საზოგადოებაში უნდა არსებობდეს. რას ემსახურება ეს პროტესტი და არის თუ არა ეს მიმართული საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ"- განაცხადა თალაკვაძემ.
თაგები:





