უმანზე რუსების სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა, მათ შორის 4 ბავშვია


ავტორი
Front News საქართველო
უმანზე რუსების სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს.
უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 4 ბავშვია.
რუსეთის ჯარებმა 28 აპრილის ღამეს ჩერკასის ოლქში, უმანზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს.
სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა 10-მდე საცხოვრებელი კორპუსი.
ქალაქში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.
თაგები:
უმანი