უმეროვი - უკრაინას შეუძლია ბრძოლის გაგრძელება, მაგრამ ეს ომი უნდა დასრულდეს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინას შეუძლია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელება, მაგრამ ომი უნდა დასრულდეს ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა განაცხადა.
უმეროვმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინას მშვიდობა სურს.
"უკრაინა ადამიანებზეა ორიენტირებული და ჩვენ შეგვიძლია ბრძოლის გაგრძელება, მაგრამ საბოლოოდ ეს ომი უნდა დავასრულოთ“, - აღნიშნა მინისტრმა.
დღეს, 16 მაისს, სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. უკრაინელმა და რუსმა ოფიციალურმა პირებმა ომის დასრულებასთან დაკავშირებული საკითხები ერთ საათზე მეტხანს განიხილეს.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებების დროს რუსეთის დელეგაციამ არაერთი მიუღებელი მოთხოვნა წამოაყენა, რომლებიც უკრაინის ინტერესებს არ შეესაბამება, თუმცა უკრაინამ თავისი პოზიცია შეინარჩუნა, თავისი ხაზი დაიცვა და დისკუსია იმ საკითხებზე დააბრუნა, რომლებიც მისთვის მნიშვნელოვანია.
თაგები:
რუსტემ უმეროვი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს