უმეროვი უკრაინის თავდაცვის ახალი მინისტრი გახდა

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის უმაღლესმა რადამ ალექსეი რეზნიკოვის ნაცვლად თავდაცვის მინისტრად რუსტემ უმეროვი დანიშნა.
გადაწყვეტილებას მხარი 338-მა დეპუტატმა დაუჭირა.
რუსტემ უმეროვი დაიბადა სამარყანდში (უზბეკეთი) 1982 წლის 19 აპრილს ყირიმელი ემიგრანტების ოჯახში.
2019 წლის სექტემბერში ის ფრაქცია “ხმიდან” სახალხო დეპუტატად აირჩიეს. რადაში მუშაობისას უმეროვი ხელმძღვანელობდა საერთაშორისო მატერიალური და ტექნიკური დახმარების მიღებისა და გამოყენების მონიტორინგის დროებით სპეციალურ კომისიას.
2022 წლის სექტემბერში ის სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელი გახდა.
რაც შეეხება უკრაინის თავდაცვის ყოფილ მინისტრს, უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოლექსი რეზნიკოვი დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის თანამდებობას დაიკავებს.
თაგები:
რუსტემ უმეროვი




