
ავტორი
Front News საქართველო
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერმა ხატია დეკანოიძემ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გამოსვლა, ნიკა მელიას მისალმებით დაიწყო და მას თავგანწირული ბრძოლისთვის მადლობა გამოუცხადა.
"უმთავრეს გამოწვევად მიმაჩნია ის, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი კადრულობს ყველაფერს, განსაკუთრებით ადამიანების თავისუფლებით ვაჭრობას. მე არ შემიძლია პრაგმატულად მივუდგე ჩემი მეგობრების ყოფნას დევნილობასა და ციხეში, არ შემიძლია ვითამაშო იმ გამოწვევებით, რომელსაც ქვია სასამართლოში წარმოუდგენლად მძიმე მდგომარეობა, პოლიციის თავგასულობა და დიახ, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, ჩვენი, მოქალაქეების უდიდესი გაჭირვება.
ამ ქვეყანას დარწმუნებული ვარ, ნამდვილად აქვს ნათელი მომავალი, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომავალი, ნატო, ევროკავშირი და თავისუფლება. ჩვენი სამშობლო არ არის ერთი თავგასული ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის უკანა ეზო. სწორედ ამიტომ, 15 მაისს ყველა უნდა შევიკრიბოთ, ვიყოთ ბევრი და ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ დიახ, თუ ისეთივე თავგასულებით იქნებით, აუცილებლად გაიგებთ ადამიანების ხმას", -განაცხადა დეკანოიძემ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს