Logo

“უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე არა მარტო ნათია თურნავასთან დაკავშირებით”

Frontnews image description

ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე ახალი მოთხოვნა გაჟღერდა. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაყენება მოითხოვა.

ამასთან, განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვისაც მონაწილეობა აქვს მიღებული და ხელი აქვს მოწერილი ნამოხვანჰესის მშენებლობის კონტრაქტისთვის.

"ვითხოვთ, აღიძრას საქმე ყველა იმ პირზე, ვინც ჩართული იყო ამ დოკუმენტაციის მომზადების პროცესში. თქვენ იცით, რომ ჩვენ ვითხოვდით და ვითხოვთ ეკონომიკის მინისტრის გადადგომას იმ ქმედების გამო, რაც მან გააკეთა მუნიციპალიტეტის შენობაში ქუთაისში. როცა გვაბრალებენ ჩვენ, რომ დიალოგზე არ მივდივართ, მისული ვიყავით და თვითონ გაიპარა ამ შეხვედრიდან. ამიტომ, ამ შეურაცხმყოფელი ჟესტის გამო, ჩვენ შემდგომ აქციაზე მოვითხოვეთ მისი გადადგომა, თუმცა დღეს ემატება მისი პასუხისმგებლობის საკითხი ამ ნაწილში. აუცილებლად უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე არა მარტო ნათია თურნავასთან დაკავშირებით, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, რომელიც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს ამ პროექტთან მიმართებაში. უმნიშვნელოვანესია, რომ ინსტიტუციებს, რომლებიც ფორმალურად მაინც არსებობენ ამ ქვეყანაში, მივანიჭოთ თავიანთი ფუნქცია და ვალდებულება და ვაკონტროლოთ შემდეგ ისინი, რამდენად გამჭვირვალედ წარმართავენ ამ პროცესს"-განაცხადა გოლეთიანმა.

გოლეთიანმა დღეს გიორგი გახარიას გვარიც გააჟღერა და აღნიშნა, რომ დოკუმენტზე მისი ხელმოწერაცაა – "ვინც დამანაშავეა და ხელი აქვს მოწერილი, უნდა აგოს პასუხი".

არა ნამოხვანჰესს – რესპუბლიკის მოედანზე გიგანტური ჰესის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები დედაქალაქში რეგიონებიდან დღეს დილით, ავტოკოლონებით ჩამოვიდნენ.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები