
ავტორი
Front News საქართველო
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას მამას, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში იმყოფება, პროცესთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები აქვს.
"თავისუფლებაზე უნდა გამოუშვან, ასე არის საჭირო და ქვეყანას ეს გამოადგება. პოზიტიური მოლოდინები მაქვს, იმიტომ რომ ხელისუფლება ალბათ, მივიდოდა იმ აზრამდე, რომ არ შეიძლება ასეთი დაპირისპირება იყოს ხალხში. ხალხი დაწყნარდება იმ შემთხვევაში, როდესაც ნიკა გარეთ იქნება.
მე ექიმი ვარ, უამრავ ავადმყოფს ვიღებ ყოველდღიურად და ყველა მადლობას მიხდის ასეთი შვილის გაზრდისათვის, ხალხს ძალიან უყვარს. არ მეგონა, თუ ამ ასაკში ნიკა ასეთ სიყვარულს დაიმსახურებდა. ამიტომ, ხალხმა იცის ვინ უნდა შეიყვაროს", – განაცხადა ანზორ მელიამ.
ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 11:00 საათზე დაიწყო. დღეს გახდება ცნობილი გაათავისუფლებს თუ არა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი მას.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს