“უნდა მოვემზადოთ მძლავრი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომელიც უნდა გახდეს “ქართული ოცნებისგან” გათავისუფლების არჩევნები”

ავტორი
Front News საქართველო
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ დასავლელმა პარტნიორებმა მაქსიმუმი გააკეთეს და ახლა ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს, რომელიც იქნება გზა, ქვეყნის "ქართული ოცნების" მმართველობისგან გასათავისუფლებლად.
"ვფიქრობ, ყველა საფუძველია შექმნილი იმისათვის, რომ შეთანხმება შედგეს. მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას", ამჯერადად მაინც უნდა იფიქროთ სახელმწიფოებრივად და არა, ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე. დროს ნუ აჭიანურებთ. ვფიქრობ, რომ დასავლეთის მოწოდება პირველ რიგში, უნდა იყოს თქვენთვის.
რაც შეეხება, ოპოზიციის მხარდამჭერებს: მეგობრებო, ამ დოკუმენტში პირდაპირ არის მითითებული კონკრეტული საკითხები. პირველი: პოლიტპატმრები, რომლებიც გვყავს დღეს, უნდა გათავისუფლდნენ. ამაზე კონკრეტული ვადები და მექანიზმებია მითითებული. მეორე, ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმა, დაწყებული საკონსიტუტუციო ცვლილებებიდან, რომ ამიერიდან საქართველოში, ყველა საპარლამენტო არჩევნები, მათ შორის თუ იქნა რიგგარეშე არჩევნები, ჩატარდება სრულად, პროპორციული წესით 2%-იანი ბარიერიით ყველაზე ცუდ შემთხვევაში, რაც მისცემს ახალ პოლიტიკურ ძალებს, ახალ პოლიტიკოსებს, პოლიტიკაში შემოსვლის შესაძლებლობას. თვითმმართველობის არჩევნებში იზრდება პროპორცია და მეტი პროპორციული წარმომადგენლობა იქნება. ეს ნიშნავს, რომ ადგილობრივ დონეზე მეტი სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლობა შეიძლება იყოს საკრებულოებში, რაც ნიშნავს, რომ თვითმმართველობები უფრო ანგარიშვალდებულები იქნებიან ხალხთან. საარჩევნო კომისიებში უპრეცედენტო პროპორციაა, რომელიც მოვიპოვეთ ოპოზიციამ ამ დიალოგის შედეგად, რასაც დაეთანხმა დასავლეთი. არც ერთ დამოუკიდებლობის ისტორიაში არ ყოფილა არც ერთხელ, რომ ოპოზიციას ამხელა წარმომადგენლობა ჰყოლოდა საარჩევნო კომისიებში, მით უმეტეს, გასული 9 წლის პერიოდში, პირიქით, "ქართული ოცნება" უფრო და უფრო იზრდიდა უმრავლესობას საარჩევნო კომისიებში. ის ელექტრონული სისტემები, რომლის რეფორმაც უნდა გახორციელდეს.
ამ დოკუმენტში აღიარებულია მთავარი რამ: რომ საქართველოში მართლმსაჯულების რეფორმა არ არის ჩატარებული და განსახორციელებელია ფუნდამენტური ცვლილებები. და ბოლოს, როგორც შარლ მიშელის ვიზიტის დროს იყო შეთანხმებული, მითითებულია კონკრეტული ბმა თვითმმართველობის არჩევნებთან, ანუ კონკრეტული გზა რიგგარეშე არჩვენებისთვის. მესმის, რომ ვიღაცას 43% არ მოსწონს, მაგრამ ეს არის იმ შეთანხმების ნიშნული, რომელიც ობიექტურად ჩათვალა მედიაციის მხარემ და ვფიქრობ, რომ ეს ჩვენთვის მისაღები უნდა გახდეს. ჩვენ, ოპოზიციური პარტიები უნდა მოვემზადოთ მძლავრი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომელიც უნდა გახდეს "ქართული ოცნებისგან" განთავისუფლების არჩევნები ჩემი აზრით, ყველა ამ ცვლილებათან ერთად. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსმამ, რომ აბსოლუტურად 100%-ით კმაყოფილი ვერ ვიქნებით, მაგრამ, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა გააკეთეს ის მაქსიმუმი, რომელმაც ახლა შეიძლება გახსნას გზა ახალი ფურცლის, ახალი განვითარებისთვის", – განაცხადა ვაშაძემ.
თაგები:





