Logo

“უნდა შედეგს შეთანხმება, სადაც ამ დოკუმენტის ყველა პუნქტი მეტ-ნაკლებად მისაღები იქნება ორივე მხარისთვის”

საზოგადოება
438
Frontnews image description

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ მოლაპარაკებებში კომპრომისზე წასვლა ორივე მხარეს მოუწევს.

"ყველა საკითხი, რაც მიშელის გეგმაშია, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ არანაირი აზრი არ აქვს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას საარჩევნო რეფორმის გარეშე. ამასთან, უმნიშვნელოვანესია კონკრეტული პოლიტპატიმრების გათავისუფლება, მაგრამ ჩვენ ასევე გვჭირდება შეთანხმება პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულებაზე და ახალი სისტემის შექმნაზე. ამიტომ, ამ დოკუმენტში არც ერთ პუნქტს ამოგლეჯილად არ განვიხილავ, აქ ერთი მეორესთანაა კავშირში. უნდა შედეგს შეთანხმება, სადაც ამ დოკუმენტის ყველა პუნქტი მეტ-ნაკლებად მისაღები იქნება ორივე მხარისთვის. 

ვფიქრობ, რომ ის დოკუმენტი, რასაც დღეს დადებს მედიატორი, იქნება შუა პუნქტი ამ დაშორებულ პოზიციებს შორის და მხარეებს მოუწევს, ორივე მხრიდან ნაბიჯების გადადგმა. საბოლოოდ უნდა მივიღოთ ის, რაც ჩვენს საზოგადოებას და ქვეყანას სჭირდება"-განაცხადა სამადაშვილმა.

თაგები:

Advertisement