უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობაზე დანიშნვას ულოცავს


ავტორი
Front News საქართველო
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.
როგორც ოფიციალურ მილოცვაშია აღნიშნული, პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, უნგრეთ-საქართველოს ურთიერთობები სწრაფად ვითარდება.
„ნება მომეცით, მოგილოცოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა. მოხარული ვარ, რომ პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, უნგრეთ-საქართველოს ურთიერთობები სწრაფად ვითარდება. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთპატივისცემასა და მეგობრობაზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაღრმავება ორივე ერის ინტერესშია. გარწმუნებთ, ჩემი მთავრობა მომავალშიც დარჩება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვის ერთგულ მხარდამჭერად. გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს თქვენი საპასუხისმგებლო ამოცანების გადასაჭრელად!", – აღნიშნულია ოფიციალურ მისალოც წერილში.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს