უნგრეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია იმართება

ავტორი
Front News საქართველო
უნგრეთის საელჩოსთან მოქალაქეები აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა თბილისში მიმდინარე პროცესები დაგმოს და შეუერთდეს ევროკავშირის სანქციებს ხელისუფლების წინააღმდეგ.
დიპლომატიურ უწყებასთან აქციაზე დაშავებული მოქალაქეების ფოტოები აქვთ მიტანილი.
პარალელურად, პროგრამისტების აქცია მიმდინარეობს რესპუბლიკის მოედანზე. როგორც თავად აცხადებენ, მასშტაბურ აქციასა და მსვლელობას გეგმავენ.
თაგები:
აქცია




