უნგრეთის თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად სსსტც “დელტას” ხელმძღვანელ პირებს შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის თავდაცვის მინისტრი კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკი, საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად, სსსტც “დელტას“ ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის ინდუსტრიაში პოტენციური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
“დელტას“ დირექტორმა იოსებ ლოლაძემ სტუმრებს ცენტრის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა სამხედრო მრეწველობის განვითარების მნიშვნელობა. ასევე, საუბარი შეეხო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის მიერ წარმოებული შეჯავშნული მანქანების, დრონების, ჯავშანჟილეტებისა და ჯავშანჩაფხუტების შესაძლებლობებს.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის თავდაცვის მინისტრი კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკი საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და უწყების ხელმძღვანელ პირებს უკვე შეხვდა.
თაგები:
ჯუანშერ ბურჭულაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს