Logo

უნგრეთმა უკრაინისთვის ევროპის სამშვიდობო ფონდიდან 500 მილიონი ევროს გამოყოფა დაბლოკა

უკრაინა
409
Frontnews image description

უნგრეთმა ევროპის მშვიდობის ფონდიდან უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღისთვის  მორიგი ტრანშის გამოყოფა დაბლოკა, – ინფორმაციას ANSA ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

500 მილიონი ევროს ოდენობის თანხის გამოყოფა მომავალ ორშაბათს იგეგმებოდა. 

 

“უნგრეთი ითხოვს გარანტიებს, რომ ევროპის მშვიდობის ფონდი შეინარჩუნებს თავის გლობალურ სტატუსს მომავალში და არ იქნება გამოყენებული მხოლოდ კიევის შეიარაღებისთვის”, – წერს გამოცემა.

 

ევროპის მშვიდობის ფონდი 2021 წელს შეიქმნა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების შენატანებით ფინანსდება.

Advertisement