უფლისციხეში თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა


ავტორი
Front News საქართველო
უფლისციხეში თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი უფლისციხეში თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზუნველყოფის სარდლობის ბაზაზე იმყოფებოდა. ჯუანშერ ბურჭულაძე ადგილზე ჩატარებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
თავდაცვის მინისტრმა ახლადგარემონტებული ყაზარმა დაათვალიერა, რომელიც თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა და ნატოს სტანდარტების შესაბამისად მოეწყო.
კაპიტალური რემონტი ჩატარდა ბაზაზე მდებარე სასადილოში და შტაბში,სადაც ახალი ინვენტარი განთავსდა.შეიღება შენობების ფასადები, გამოიცვალა სახურავი, განახლდა სველი წერტილები და ელექტრო სისტემა.ასევე, გამწვანდა და კეთილმოეწყო ბაზის გარე ტერიტორიაც. ქართველი სამხედროებისთვის ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის პერიოდიდან ერთ-ერთ პრიორიტეტად დაისახა არსებული ინფრასტრუქტურის სრული განახლება.
აღნიშნული პროცესი გრძელდება და დაახლოებით 250-მდე ობიექტი აშენდა, გარემონტდა და მოწესრიგდა.
თაგები:
თავდაცვის სამინისტრო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს