“უპრეცედენტო და აბსურდული” – ზელენსკი ნატოს უკრაინასთან დაკავშირებით პოზიციის გამო აკრიტიკებს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს წევრები უკრაინის მიმართ მათი პოზიციის გამო მკაცრად გააკრიტიკა.
მისი თქმით, კიევმა მიიღო სიგნალი, რომ მოკავშირეები განიხილავენ ფორმულირებას სამიტზე უკრაინის გარეშე.
“ჩვენ ვაფასებთ ჩვენს მოკავშირეებს. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს საერთო უსაფრთხოებას. და ჩვენ ყოველთვის ვაფასებთ ღია საუბარს. უკრაინა წარმოდგენილი იქნება ვილნიუსში, ნატოს სამიტზე, რადგან ეს პატივისცემაა, მაგრამ უკრაინა ასევე იმსახურებს პატივისცემას. ახლა, ვილნიუსისკენ მიმავალ გზაზე, ჩვენ მივიღეთ სიგნალები, რომ ფორმულირება უკრაინის გარეშე განიხილება“, – წერს ზელენსკი.
მისი თქმით, ეს ფორმულირებაა მხოლოდ მოწვევით და არა უკრაინის წევრობით.
“უპრეცედენტო და აბსურდულია, როდესაც არ არის ვადები როგორც მოწვევისთვის (!), ასევე უკრაინის წევრობისთვის და როცა ამის ნაცვლად ემატება რაღაც უცნაური ფორმულირება “პირობების“ შესახებ, თუნდაც უკრაინის მოწვევისთვის…“ – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, როგორც ჩანს, მოკავშირეები არ არიან მზად, მოიწვიონ უკრაინა ნატოში ან გახადონ ალიანსის წევრი.
“ეს ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ არის ვაჭრობის შესაძლებლობა უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე – რუსეთთან მოლაპარაკებებში. რუსეთისთვის კი ეს ნიშნავს ტერორის გაგრძელების მოტივაციას. გაურკვევლობა სისუსტეა და მე ღიად განვიხილავ ამას სამიტზე”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ნატოს ორდღიანი სამიტი ვილნიუსში დღეს დაიწყო. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პირობა დადო, რომ შეხვედრის შემდეგ უკრაინა მოკავშირეებისგან “ძლიერ გზავნილს“ მიიღებს.
თუმცა, მოგვიანებით ნატოს წევრი ქვეყნების ზოგიერთი წარმომადგენელმა პესიმისტური განცხადებების გაკეთება დაიწყო. კერძოდ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიარტო განაცხადა, რომ ვილნიუსში ნატოს სამიტის დასკვნითი განცხადება, სავარაუდოდ, არ შეიცავს უკრაინის ალიანსში შესვლის კონკრეტულ გრაფიკს.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს