უპრეცედენტო შემთხვევა – სერბეთის ეკლესიაში მირონი ტომოსის დარღვევით აკურთხეს


ავტორი
Front News საქართველო
პირველად სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში, პატრიარქმა პორფირემ მირონი აკურთხა.
ბელგრადის (სერბეთის) საპატრიარქო ტომოსში გაწერილია, რომ მირონი სერბეთის ეკლესიამ თავისი დედა ეკლესიისგან კოსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქოდან უნდა მიიღოს.
სერბეთის პატრიარქთა შორის პირველი პატრიარქია პირფირე, რომელმაც ავტოკეფალიის ტომოსი დაარღვია.
15 ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიიდან მირონს მხოლოდ 4 ეკლესია ხარშავს: კოსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქო; რუსეთის საპატრიარქო; საქართველოს საპატრიარქო და რუმინეთის საპატრიარქო.
დანარჩენი 11 ეკლესია მირონს მსოფლიო საპატრიარქოდან იღებენ: ალექსანდრიის საპატრიარქო; ანტიოქიის საპატრიარქო; იერუსალიმის საპატრიარქო; ბულგარეთის საპატრიარქო; კვიპროსის ეკლესია; საბერძნეთის ეკლესია; ალბანეთის ეკლესია; პოლონეთის ეკლესია; ჩეხეთისა და სლოვაკეთის~ ეკლესია; უკრაინის ეკლესია
წყარო: მსოფლიო საეკლესიო სიახლენი
თაგები:
ეკლესია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს