
ავტორი
Front News საქართველო
ურეკში ძლიერი წვიმის შედეგად ურეკის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობა დაიტბორა.
სამართალდამცველები შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარე პერიმეტრზე იმყოფებიან და სამმართველოში შესვლას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.
წვიმამ პრობლემები შეუქმნა მოსახლეობასაც. ადგილობრივების თქმით, წყალი შევიდა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე, დაიტბორა ეზოები, განადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთები.
ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ბათუმშიც. პარალიზებულია ქუჩები, გადაადგილება უჭირთ როგორც ქვეითებს, ასევე ავტომობილებს.
უხვი ნალექის გამო პრობლემები შეიქმნა ასევე, ოზურგეთში და ქუთაისში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს