ურსულა ფონ დერ ლაიენი – ბევრი რამ გაკეთდა და ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მთავარი გზავნილია, რომ გამოიყენეთ შესაძლებლობა ახლა


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ განვიხილეთ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ბევრი რამ გაკეთდა და ბევრია ჯერ კიდევ გასაკეთებელი, – ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
“მთავარი გზავნილია, რომ გამოიყენეთ შესაძლებლობა ახლა, რათა წინ წაიყვანოთ პროცესი, იყავით მკაფიო რეფორმების და იმ პოლიტიკის განხორციელების პროცესში, რომელზეც შეთანხმებულები ვართ.
ჩვენ გვაქვს გაფართოების ხანგრძლივი ისტორია. გაფართოების გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ეს იყო უზარმაზარი ბენეფიტის მომტანი ქვეყნებისთვის და საზოგადოებისთვის. არა მარტო სარგებელი მოჰქონდა გაწევრიანებას ახალი წევრებისთვის, სადაც ცხოვრების დონე ძალიან სწრაფად იზრდებოდა, არამედ უზარმაზარი სარგებელი მოჰქონდა მთლიანად ევროკავშირისთვის. ჩვენი უდიდესი სიძლიერე ერთიანი ბაზარია და ამ ბაზრის გაზრდა დამატებით ღირებულებას წარმოადგენს ყველასთვის“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
თაგები:
ურსულა ფონ დერ ლაიენი