ურსულა ფონ დერ ლაიენი – ეს გადაწყვეტილება გააძლიერებს საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას რუსეთის აგრესიის წინაშე


ავტორი
Front News საქართველო
სამივე ქვეყანა არის ევროპული ოჯახის წევრი და დღევანდელი გადაწყვეტილება ამას ადასტურებს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
“ჩვენ დავსახეთ გზა, როგორ უნდა მოხდეს მათი სვლა ევროპისკენ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ გავაჩინეთ იმედის ნაპერწკალი უკრაინისა და მოლდოვის და საქართველოს მოსახლოებისთვის, რასაკვირველია მიღების პროცესი არის საკმაოდ გრძელი და რთული, თუმცა ვფიქრობთ, რომ რაც შეეძლება სწრაფად უნდა შესრულდეს რეფორმები, იმიტომ რომ ეს რეფორმები უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია სამივე ქვეყნისთვის. ისინი გააუმჯობესებენ საკუთარი მოსახლეობის დონეს.
ჩვენ დღეს ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება, რომელიც დღეს მივიღეთ, გააძლიერებს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას რუსეთის აგრესიის წინაშე და რაც მთავარი გზავნილია, რომ ევროკავშირი არის ერთიანი”, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
თაგები:
ურსულა ფონ დერ ლაიენი

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ეს პროექტი საქართველოს მისცემს ევროპულ დანიშნულებას და ძალიან ბევრ სარგებელს

ურსულა ფონ დერ ლაიენი – კანდიდატ ქვეყნებზეა დამოკიდებული მათი ეკონომიკებისა და ინსტიტუტების რეფორმირება და ჩვენი კავშირისკენ წინსვლა

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ასოცირების შეთანხმებათა სრული პოტენციალი უნდა გამოვიყენოთ და თანამშრომლობა ყველა მიმართულებით უნდა გავაძლიეროთ