
ავტორი
Front News საქართველო
ძალიან საინტერესოდ წარიმართა მოვლენები H ჯგუფის დასკვნით ეტაპზე.
სამხრეთ-კორეამ პორტუგალია 2:1 დაამარცხა და ფლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა. თავის თამაში მოიგო ურუგვაიმაც, რომელმაც განას 2:0 სძლია. თუმცა სამხრეთ-ამერიკელებისთვის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა, რადგან ეს შედეგი საკმარისი არ აღმოჩნდა 1/8 ფინალში გასასვლელად.
მარცხის მიუხედავად პორტუგალია პირველი ადგილით გადის ჯგუფიდან, ხოლო სამხრეთ-კორეა მეორე პოზიციით.
ურუგვაის ჯგუფში ჩარჩენა ბევრი გულშემატკივრისთვის მოულოდნელი მოვლენაა, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება და მსოფლიო ჩემპიონატი პირველი ჩემპიონის გარეშე გრძელდება.
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი
თაგები:
მსოფლიო ჩემპიონატი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს