Logo

USAID-ის ახალი პროექტი საქართველოში განათლების სექტორს $14 მილიონით დააფინანსებს

საზოგადოება
597
Frontnews image description

USAID საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერას და ქვეყნის ევროპული და დემოკრატიული მომავლის მშენებლობას აგრძელებს.

 

26  ოქტომბერს, 15:30 საათზე, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო (USAID), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, ამერიკის შეერთებული  შტატების  (აშშ)  არიზონის  სახელმწიფო  უნივერსიტეტთან, აშშ-ის სკოლების მსოფლიო ქსელთან და საქართველოს უნივერსიტეტთან პარტნიორობით იწყებს ახალ პროგრამას USAID განათლება მომავლისთვის.

 

$14 მილიონიანი დაფინანსების ფარგლებში, პროგრამა მოსწავლეზე ორიენტირებული სასკოლო  გარემოსა  და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას გააუმჯობესებს. პროგრამას საერთაშორისო განვითარების საკონსულტაციო კომპანია “ქემონიქსი” ახორციელებს. 

 

USAID განათლება  მომავლისთვის  საქართველოში 5 წლის მანძილზე ხელს შეუწყობს მომავალ მასწავლებელთა მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამების ხარისხისა და ინკლუზიურობის გაზრდას, სკოლის მართვის გაუმჯობესებასა და სკოლის ავტონომიურობის გაძლიერებას. 

თაგები:

USAID
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები