
ავტორი
Front News საქართველო
USAID-ის “ძლიერი სოფლის პროგრამის” ფარგლებში, ონის მუნიციპალიტეტის მერიაში პროექტის – რეგიონულ კოორდინატორებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო “ძლიერი სოფლის პროგრამის მნიშვნელობას”, რომელიც ხელს შეუწყობს მცირე საწარმოებისა და თემების სოციალურ-ეკონომიკური უნარების გაძლიერებას.
პროგრამის კოორდინატორებმა, პროექტის წარმატებით განხორციელების საქმეში, ონის მუნიციპალიტეტის მერს, ბიზნესსექტორთან, საზოგადოებრივ ინსტიტუტებსა და მეწარმეებთან შუამავლობა სთხოვეს.
სერგი ხიდეშელმა “ძლიერი სოფლის პროგრამის” მნიშვნელობასა და იმ სიკეთეებზე ისაუბრა, რომელიც ამ მიმართულებით სხვადასხვა პროექტების სახით, მუნიციპალიტეტში ხორციელდება. შეხვედრის ბოლოს, მხარეები მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ და ზემოაღნიშნული პროგრამის განხორციელების ფარგლებში სამომავლო შეხვედრები დაიგეგმა.
თაგები:
სერგო ხიდეშელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს