Logo

USAID ქუთაისთან, ლენტეხთან, მესტიასთან და ტყიბულთან ცხოვრების ხარისხის გაზრდის და ადგილობრივი თემების გაძლიერების მიზნით მუშაობას იწყებს

საზოგადოება
445
Frontnews image description

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო ქუთაისთან, ლენტეხთან, მესტიასთან და ტყიბულთან სერვისების გაუმჯობესების, ცხოვრების ხარისხის გაზრდის და ადგილობრივი თემების გაძლიერებისთვის მუშაობას იწყებს. 

 

ურთიერთგაგების მემორანდუმები, რომლებსაც დღეს ხელი მოეწერა ქუთაისთან, ლენტეხთან, მესტიასთან და ტყიბულთან, ხელს შეუწყობს დიალოგს და პარტნიორობას ადგილობრივ თვითმმართველობას, მოქალაქეებს, არასამთავრობო და კერძო სექტორებს შორის, საჯარო სერვისების გაუმჯობესებისა და ადგილობრივი შემოსავლების გაზრდის მხარდასაჭერად. 

 

ურთიერთგაგების მემორანდუმები ასევე წარმოადგენს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის საფუძველს, ადგილობრივი ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით. თანამშრომლობა შეეხება თითოეულ მუნიციპალიტეტში გამოვლენილ სისტემებსა და სერვისებს, რათა გაუმჯობესდეს მუნიციპალიტეტის საქმიანობის სფეროები, როგორიცაა სოციალური მომსახურება, მყარი ნარჩენების მართვა, მუნიციპალური ტრანსპორტი, სკოლამდელი განათლება, ციფრული სერვისები და სხვა საკითხები, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს.   

 

USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა ხუთწლიანი ინიციატივაა, რომელიც აერთიანებს ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, რათა იმუშაონ სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან საქართველოს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მიზნების მისაღწევად. პროგრამა მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ანგარიშვალდებულების გაძლიერების მიმართულებით და მხარს უჭერს შესაბამის ცენტრალურ სახელმწიფო უწყებებს დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებაში. პროგრამის საშუალებით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო მხარს დაუჭერს, სულ მცირე, 22 მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს დამატებითი მუნიციპალიტეტების ჩართვას სასწავლო, გამოცდილების გაზიარების და ინფორმაციის გაცვლა-გავრცელების აქტივობებში.   

 

აღნიშნული ოთხი მუნიციპალიტეტი USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის პირველი წლის 11 პარტნიორ მუნიციპალიტეტს შორის არის შერჩეული. მათ გაიარეს მრავალსაფეხურიანი შერჩევის პროცესი, აჩვენეს მაღალი ინტერესი და მზაობა იმუშაონ მუნიციპალური ეფექტურობის და ანგარიშვალდებულების ამაღლებაზე, საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესებაზე და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეების ჩართულობის გაზრდაზე. USAID-მა ჩაატარა სამუშაო შეხვედრები 11 პარტნიორი მუნიციპალიტეტთან, თანაშექმნის პრინციპების გამოყენებით, თითოეული მუნიციპალიტეტის გამოწვევებისა და პრიორიტეტული საჭიროებების გამოსავლენად. შედეგად, შემუშავდა ინდივიდუალური სამოქმედო გეგმები, რომელიც საფუძვლად დაედო თითოეულ ურთიერთგაგების მემორანდუმს.   

 

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გაზდელიანმა, მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მაიზერ ჯაფარიძემ, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩერქეზიშვილმა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ იოსებ რობაქიძემ.  

 

ღონისძიება გახსნეს USAID საქართველოს მისიის დირექტორის მოადგილემ დევიდ ჰოფმანმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ხელმძღვანელმა კევინ მაკლოკლინმა.

თაგები:

USAID
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები