“უსაყვედურო მმართველ ძალას, კანონპროექტის განხილვაში ოპოზიცია რატომ არ მონაწილეობდაო, უსამართლო და გასაკვირია”

ავტორი
Front News საქართველო
„ქართული ოცნება“ უპირობოდ წავიდა ყველა კომპრომისზე, უსაყვედურო მმართველ ძალას, კონკრეტული კანონპროექტის განხილვაში ოპოზიცია რატომ არ მონაწილეობდაო, უსამართლო და გასაკვირია, – ამის შესახებ "სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ დირექტორი ლადო ბოჟაძე აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
„მინდა, გამოვეხმაურო ამერიკის საელჩოს გუშინდელ განცხადებას. უცნაური და ძალიან გასაკვირია მსგავსი შინაარსის საყვედური მმართველი პარტიის მიმართ, მაშინ, როდესაც პარტნიორებმა ელემენტარულად ისიც კი ვერ უზრუნველყვეს, რომ ოპოზიციას შეესრულებინა მთავარი პირობა და შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ ისინი უნდა ჩართულიყვნენ სრულფასოვან საპარლამენტო საქმიანობაში, ხოლო „ქართული ოცნება“ უპირობოდ წავიდა ყველა კომპრომისზე, უსაყვედურო მმართველ ძალას, კონკრეტული კანონპროექტის განხილვაში ოპოზიცია რატომ არ მონაწილეობდაო – უსამართლო და გასაკვირია. პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტში ნათლად წერია, რომ ხელმომწერი სუბიექტები იღებენ პასუხისმგებლობას რომ მონაწილეობას მიიღებენ სრულფასოვან საპარლამენტო საქმიანობაში. დოკუმენტი არ ავალდებულებს ქართული ოცნების დეპუტატებს, რომ ოპოზიცია ძალის გამოყენებით დაასწრონ სხდომებს, ეს მათი პოლიტიკური კულტურის და პარტნიორებთან პასუხისმგებლობის ნაწილი უნდა იყოს“, – წერს ლადო ბოჟაძე.
საქართველოში აშშ-ის საელჩომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესახებ განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღება არასაჭირო და უსარგებლო იყო“.
თაგები:





