უსინათლოთა კავშირის წევრები 24 დღეა, შიმშილობენ

ავტორი
Front News საქართველო
უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარის მისაღებში სამსახურიდან გათავისუფლებული პირები 24 დღეა, შიმშილობენ, მათ შორისაა 9 აპრილის გმირი ლელა ვეფხვაძეც, რომელიც პრეზიდენტმა რამდენიმე თვის წინ ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
საკრებულოს წევრის ვატო სურგულაძის თქმით, შიმშილობის გამო, ლელა ვეფხვაძემ დღეს საკრებულოში მისვლა და განცხადების გაკეთება ვერ შეძლო.
მოშიმშილეები უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრიდან გათავისუფლებული პირების თანამდებობებზე დაბრუნებას მოითხოვენ.
კავშირის წევრების თქმით, ისინი განსხვავებული აზრის გამო იდევნებიან, მათ პროტესტთან დაკავშირებით კი რეაგირება დღემდე ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს არ ჰქონია.
“როგორც კი კრიტიკული აზრი გაიჟღერებს კავშირის მმართველი ელიტის წინააღმდეგ, ის ადამიანი ეგრევე ხდება დევნის მსხვერპლი. მათ შორის, მეც ვარ დევნის მსხვერპლი, ველოდები შსს-სგან გამოძიებას და ადეკვატურ რეაგირებას, ჩემზე მიდის ჯგუფური ბულინგი, დისკრიმინაცია, თუ გენდერული, თუ სხვადასხვა ნიშნით. მუქარა კავშირიდან გარიცხვის შესახებ, ჩემს საზოგადოებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ესმა გუმბერიძემ დღეს თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე.
თაგები:





