
ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელით დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ სრულიად საქართველოს.
26 მაისი უმნიშვნელოვანესი თარიღია ჩვენი სახელმწიფოსთვის. მთელი ჩვენს ისტორიის განმავლობაში, სამშობლოს გათავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოპოვების იდეა წარმოადგენდა იმ მთავარ საყრდენს, რაზეც იდგა ქართველი ერი. ჩვენი გმირების თავისუფლებისათვის ბრძოლამ და თავდადებამ მოგვიტანა ყველაზე ძვირფასი – სამშობლოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.
ეს დღე ასევე მინდა მივულოცო აფხაზეთის საზოგადოებას. ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა სრულყოფილი ვერ იქნება, სანამ საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიები არსებობს. ოკუპაციასთან შეურიგებლობის და თავისუფლების სიმბოლოა ეროვნული გმირი, გენერალი გიორგი კვინიტაძე, რომელსაც დღეს მივაბარებთ ქართულ მიწას.
ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი გზით დეოკუპაციას, ჩვენი საზოგადოების კვლავ გაერთიანებას და საქართველო იქნება, ერთიანი, ძლიერი და დემოკრატიული სახელმწიფო", – აღნიშნულია მილოცვაში.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს