“უცნობი” ბერლინის კედლის ფრაგმენტზე წარწერის გაკეთებისთვის დაჯარიმდება

ავტორი
Front News საქართველო
დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ მომღერალი გია გაჩეჩილაძე ბერლინის კედლის ფრაგმენტზე წარწერის გაკეთებისთვის დაჯარიმდება.
"ადგილი ჰქონდა კანონდარღვევის ფაქტს, მერიის მუნიციპალური ინსპექცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად და კანონდამრღვევი დაჯარიმდება“, – განაცხადეს მერიაში.
მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ ევროპის მოედანზე მოქალაქეების შეკრების დროს ბერლინის კედლის ფრაგმენტზე გააკეთა წარწერა „ღმერთი არის სიყვარული“.
ამასთან, მოქალაქეები დღეს ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ, სადაც მათ სიტყვით მიმართა მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ. მოქალაქეებმა ევროპის მოედნიდან მსვლელობით საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მადლობა გადაუხადეს. რის შემდეგაც „დედა ენის ბაღში“ მივიდნენ და „საქართველოსა და ქართველა მარადისობის დღე დააფუძნეს.
თაგები:





