Logo

“უცნობი” და ვატო შაქარაშვილი ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე ბრალდებულებს თავდებში უდგებიან

საზოგადოება
1301
Frontnews image description

მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებლები ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე ბრალდებულების თავდებით გათავისუფლებას ითხოვენ.

"საზოგადოება გაერთიანდა პოლიტ-მედიაპატიმრების დასაცავად. მხოლოდ სამი დღის წინ გამოქვეყნდა თავდებობის ელექტრონული დოკუმენტი და უკვე 2 000 ადამიანი შემოუერთდა. ეს არის დიდი ბრძოლის მნიშვნელოვანი ეპიზოდი. ეს ბიჭები უნდა დავიცვათ პოლიტ-მედიატერორისგან. მაშინ, როდესაც საყოველთაოდ ცნობილი დამნაშავეები, პარლამენტის შტურმის ავტორები, კრიმინალები და ზონდერები პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან, ახალგაზრდა ბიჭები სასამართლო განაჩენამდე, უდანაშაულობის პრეზუმფციის სრული დარღვევით მოძალადეებად გამოცხადდნენ და მათ გირაოზეც კი უარი ეთქვათ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ საქმე გვაქვს მართლმსაჯულების მახინჯ სისტემასთან, რომელიც ექვემდებარება პოლიტ-მედიაბულინგს. ამ ყველაფერმა გააერთიანა საზოგადოება და აქ არის 2 000 ხელმოწერა. ჩვენ ხელმოწერებით მივალთ ხვალ სასამართლო პროცესზე და ადვოკატები დააყენებენ თავდებობის შუამდგომლობას.

როგორც აღმოჩნდა, ამ ქვეყანაში სასამართლო კი არ ასამართლებს, მედია ასამართლებს ადამიანებს. ვიდრე საბოლოო განაჩენი დადგება, მანამდე გამოცხადდნენ ეს ბიჭები დამნაშავეებად და მოძალადეებად. ჩვენ ამის წინააღმდეგი ვართ. ჩვენ გვინდა სახელმწიფოში ცხოვრება და არა იქ, სადაც გაასამართლებენ ადამიანებს ლინჩის წესით“, – განაცხადა შაქარაშვილმა.

მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებელი, მომღერალი გია გაჩეჩილაძე (უცნობი) აცხადებს, რომ საქმეზე დაკავებული პირები აუცილებლად უნდა გათავისუფლდნენ. 

„ეს ბიჭები უნდა გამოვიხსნათ აუცილებლად, რადგან ზეგ არის წითელი პარასკევი და მაზეგ – აღდგომა. სრულიად უდანაშაულო ადამიანები, მით უმეტეს ასეთი მსუბუქი მუხლებით არავინ არ ზის ციხეში ამდენი ხნის განმავლობაში. ამ ბიჭებმა რა დააშავეს, ძალიან მაინტერესებს. თუ ამის შემკვეთს კიდევ რაღაც ოდნავ დარჩენია გრძნობა, რომ არ გაწიროს ეს ბიჭები და თვითონაც შემოუერთდება ამ ჩვენს წამოწყებას, ძალიან კარგი იქნება, თუ არადა ჩვენ ამას ბოლომდე მაინც მივიყვანთ, ყველა შემთხვევაში. ვახო სანაიაა შემკვეთი. წარმოდგენა არა მაქვს, რას ერჩის ამ ბიჭებს, თუნდაც რომ მომხდარიყო, რასაც თვითონ იძახის, თუმცაღა ამაში ძალიან დიდი ეჭვი მეპარება. 

თუ გაინტერესებთ კლასიკური მედიაპატიმარი ვინ არის, აი, ეს ბიჭები არიან, მედია და პოლიტპატიმარი ერთად. როგორც საქმეში დევს, მოწმეები იძახიან, რომ იქ არაფერი მომხდარა. რომც მომხდარიყო ინციდენტი, ეს არის უმსუბუქესი დანაშაული, ამის გულისთვის ახლა თვეები უნდა იყვნენ?", – განაცხადა "უცნობმა"
 

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები