უზბეკეთის პრეზიდენტი - დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხის გულებში სამუდამოდ დარჩება ამ გამორჩეული ადამიანის ნათელი ხსოვნა

ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის შავკატ მირზიოევის სამძიმრის წერილი მიიღო.
"ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების სამწუხარო ამბავი.
დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხის გულებში სამუდამოდ დარჩება ამ გამორჩეული ადამიანის - სამშობლოს ერთგული და თავდადებული შვილის - ნათელი ხსოვნა, რომელმაც ღირსეული წვლილი შეიტანა რელიგიური შემწყნარებლობის, მშვიდობისა და ეროვნული თანხმობის განმტკიცებაში, ჰუმანიზმის მაღალი იდეალების აქტიურად პოპულარიზაციასა და საზოგადოების სულიერი საფუძვლების განმტკიცებაში.
ამ რთულ და მწუხარე დღეებში, ჩემი და მრავალეროვნული ქვეყნის - უზბეკეთის ხალხის სახელით, გამოვხატავ გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას თქვენი და მეგობარი ქართველი ხალხის მიმართ. ღრმა თანაგრძნობით“, - აღნიშნულია უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.





