
ავტორი
Front News საქართველო
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 15 ნოემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამი კანდიდატის საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატები არიან: ნინო სანოძე, თამარ ოქროპირიძე და თეა ძიმისტარაშვილი.
სამუშაო ჯგუფის მდივანი ფრაქცია „ქართულ ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი იქნება.
სამუშაო ჯგუფში 13 წევრი „ქართულ ოცნებას“ ეყოლება, ხოლო ყველა დანარჩენ ფრაქციას, პოლიტიკურ ჯგუფს და პარლამენტის უფრაქციო წევრებს შესაძლებლობა აქვთ წარადგინონ თითო-თითო წევრი.
სამუშაო ჯგუფში კვოტები, ასევე, განსაზღვრულია აკადემიური და პროფესიული წრეების წარმომადგენლებისთვისაც.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს