Logo

უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი გარდაიცვალა

საზოგადოება
1335
Frontnews image description

ქართველი სამართალმცოდნე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი გარდაიცვალა.

 

კუბლაშვილი 1973 წელს ტყიბულში დაიბადა.

 

2000-2002 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, სამინისტროს საპარლამენტო მდივანი.

 

2004-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის განვითარებისა და რეფორმების ფონდის ჯერ მეურვეთა საბჭოს წევრად, შემდეგ ფონდის დირექტორად.

 

კონსტანტინე კუბლაშვილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე 2005-2015 წლებში იყო.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები