უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩილ კოჭლამაზაშვილი აირჩიეს

ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ წარმოდგენილ არჩილ კოჭლამაზაშვილის კანდიდატურას მხარი ერთხმად, 89 ხმით დაუჭირა.
მოსამართლეობის კანდიდატის საკითხი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა და პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, კენჭის საყრელად პლენარულ სხდომას წარედგინა.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა არჩილ კოჭლამაზაშვილს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩევა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
თაგები:
არჩილ კოჭლამაზაშვილი




