“უზნეობაა შტურმზე ლაპარაკი ისე, თითქოს ფრთაშესხმულ ანგელოზებთან გვაქვს საქმე”


ავტორი
Front News საქართველო
უზნეობაა შტურმზე ლაპარაკი ისე, თითქოს ფრთაშესხმულ ანგელოზებთან გვაქვს საქმე, რომლებსაც არც შტურმი ჩაუტარებიათ და არც ადამიანის სიცოცხლე გაუთელიათ ფეხქვეშ, – ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ოპოზიციის მოწოდებებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე შტურმი არ დაუშვას.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პარლამენტზე შტურმი და ოჯახებში შევარდნა ყოველთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო.
„ისინი ძალიან თავისუფლად ფიქრობენ და წყვეტენ საკითხს, როდესაც საქმე ეხება მაგალითად, პარლამენტზე შტურმს. კადრებში ჩანს, რომ მელია ლიდერია. სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, რამდენად ლიდერი იყო და რა დონის დანაშაული მიუძღვის. მე მოსამართლე არ ვარ, მაგრამ პარლამენტზე შტურმი, ოჯახების შტურმი, შევარდნა და დაჭერა ყოველთვის ჩვეულებრივ ამბად მიაჩნდათ. დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შტურმზე ნუ საუბრობენ, არ არის მართებული. რა იქნება, როგორ იქნება, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების რა ფორმა იქნება მიღებული, დაჭერის თუ დაკავების, ამას მომავალი გვიჩვენებს. უზნეობაა შტურმზე ლაპარაკი ისე, თითქოს ფრთაშესხმულ ანგელოზებთან გვაქვს საქმე, რომლებსაც არც შტურმი ჩაუტარებიათ და არც ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა გაუთელიათ ფეხქვეშ. ეს კოლექტიური სააკაშვილიზმით დაავადების ერთ-ერთი მთავარი სიმპტომია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს