Logo

“ვადა არ დაუსახელებია, თვითონ გვითხრა, რომ რაღაც გარკვეულ, უმოკლეს ვადაში იქნება ცვლილებები”

საზოგადოება
1068
Frontnews image description

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდა. გახელაძის მეუღლის ირმა ბუთხუზის განცხადებით, პრემიერი მათ, მოკლე ხანში საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, პრობლების გადაწყვეტას დაპჰირდა.

"ვადა არ დაუსახელებია, თვითონ გვითხრა, რომ რაღაც გარკვეულ, უმოკლეს ვადაში იქნება ცვლილებები, რომელსაც ელოდებიან, ოღონდ ჩვენ არ ვიცით, რა გზებს განიხილავენ ისინი. გვითხრეს, რომ უფრო მეტად გააქტიურებენ საერთაშორისო ორგანიზაციებს. უფრო მეტად იქნებიან გააქტიურებული ამ საქმეში უცხოელი პარტნიორებიც და თვითონ ხელისუფლებაც. დაველოდებით ამ ვადას, დროებით გადავდებთ აქციებს. თუ შედეგი ვერ ვნახეთ, მერე უკვე აღარ ვიცით", – აცხადებს ირმა ბუთხუზი.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაზა გახელაძე უკანონოდ 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს, 2021 წლის 5 თებერვალს კი თავისუფლების  12 წლითა და 6 თვით უკანონოდ აღკვეთა მიესაჯეს.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები