ვადო მაჭავარიანი – ჩვენ მაქსიმალურად დისკომფორტს შევუქმნით “ოცნებას”, თუმცა ყველაფერი იქნება კანონის ფარგლებში


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ მაქსიმალურად დისკომფორტს შევუქმნით “ოცნებას”, თუმცა ყველაფერი იქნება კანონის ფარგლებში, – ამის შესახებ სტუდენტური აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და 12 სართულის ლიდერმა ვადო მაჭავარიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ახალგაზრდების ბრძოლა გაგრძელდება, ვიდრე საბოლოო მიზანი არ იქნება მიღწეული. საქართველო უნდა გახდეს ფერადი და ევროპის ნაწილი, არ უნდა ხდებოდეს ადამიანების დისკრიმინაცია.
“ჩვენ ვართ ბრძოლისუნარიანები, ჩვენ ვართ ძალიან ბევრი, კიდევ და კიდევ მეტი ვართ, შესაბამისად, ეს ბრძოლა გაგრძელდება, ვიდრე საბოლოო მიზანი არ იქნება მიღწეული. ჩვენ ვხედავთ ხელისუფლებისგან ზეწოლას, მუქარებს. წარმოუდგენელია, რასაც ეს მთავრობა აკეთებს. ისინი უთვალთვალებენ ჩემს მეგობრებს არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ, არამედ მაშინაც, როდესაც ჩემს სახლში არიან სტუმრად მოსული. ამორალურ ქმედებად მიმაჩნია ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით დაშანტაჟება და სექსუალური ორიენტაციის მიხედვით ადამიანების დისკრედიტაცია. ამის გამო ახალგაზრდები გარბიან ქვეყნიდან და თავშესაფარს ევროპასა და ამერიკაში ითხოვენ. მე ამის კონკრეტული მაგალითები ვიცი. დადგება დრო, როდესაც ჩვენ გავხდებით თანამედროვე, ევროპული სახელმწიფო, გვექნება თავისუფალი სასამართლოს სისტემა და აუცილებლად დადგება იმ პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც დღეს სასტიკად გვექცევა ახალგაზრდებს, ვისაც უკეთესი მომავალი გვინდა. გეტყვით იმას, რომ ყველას ვერ მოგვერევით, ჩვენ თქვენი არ გვეშინია, ბრძოლას გავაგრძელებთ, გავაგრძელებთ წინააღმდეგობას იმისათვის, რომ საქართველო გახდეს უფრო მეტად ფერადი და არ გახდეს რუსეთის უკანა ეზო. ეს არის ჩვენი პროტესტი. ჩვენ მაქსიმალურად დისკომფორტს შევუქმნით “ქართული ოცნების“ ლიდერებს ყველგან. თუმცა ყველაფერი იქნება კანონის ფარგლებში. მთავარია მივაღწიოთ მიზანს და რუსული კანონი საქართველოში არ იყოს“, – განაცხადა ვადო მაჭავარიანმა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს