ვაკე-საბურთალოს გაზმომარაგება შეუწყდა

ავტორი
Front News საქართველო
“თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, დაუდგენელი მიზეზის გამო, დაზიანდა ცენტრალური 500-მილიმეტრიანი გაზსადენი, რომელიც ამარაგებს ვაკე-საბურთალოს.
“გაზსადენის აღსადგენად “თბილისი ენერჯის“ ტექნიკური ჯგუფები უკვე მუშაობენ.
ბუნებრივი გაზის აღდგენის შესახებ მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას. გთხოვთ ყურადღებით იყოთ გაზის დანადგარების მოხმარებისას.
ბოდიშს გიხდით კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტის გამო”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ბუნებრივი აირი




