
ავტორი
Front News საქართველო
თბილისში, "მზიურის" მიმდებარედ არსებულ საჩოგბურთო კორტებთან მკვლელობა მოხდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ვერსიით, ვაკის პოლიციასთან ახლოს მომხდარ მკვლელობის წინ უძღოდა ბიზნესმენებს შორის საქმის გარჩევა, რასაც გასროლა მოჰყვა.
ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ მამაკაცი შავ ჯიპში ჩაცხრილეს. მას მინიმუმ 5 ტყვია ესროლეს.
Front News-ს შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო - 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს და 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით.
თაგები:
მკვლელობა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს