
ავტორი
Front News საქართველო
“ფორმულას” წამყვანი ვახო სანაია აცხადებს, რომ “უტიფრობის ყველა ზღვარი მოხსნა პრემიერ-მინისტრმა”, როდესაც მედიის აქცებს დააბრალა ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა.
“პრემიერ-მინისტრმა მოსვლისთანავე ისე მოხსნა რეგულაციები, რომ მოსახლეობის მიზერული რაოდენობა იყო აცრილი და ვაქცინა ვერ შემოჰქონდათ, ამის გამოა გაუარესებული ეპიუდვითარება და ამას თავადვე ვერ უარყოფდნენ. იგი იმდენად გამწარებულია ჟურნალისტებზე, იმდენად კამპანიური ხასიათი მისცა ამას “ქართულმა ოცნებამ”, თავის შანსს ხედავს ახლა მედიასთან დაპირისპირებაში და ყველა იმ ადამიანთან დაპირისპირებაში, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. იმდენად არაკომფორტულად გრძნობს თავს, იმალება და ვერ ჩერდება მიკროფონებთან, დღეს გამოვიდა და მთავრობის სხდომაზე ეპიდვითარების გაუარესებაც კი დააბრალა ჟურნალისტებს, რომლებიც ქუჩაში გამოვიდნენ მათი კოლეგის სიკვდილის და 53 ჟურნალისტის ცემის გამო”, – აცხადებს სანაია.
მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ “უპასუხისმგებლო საპროტესტო აქციებმა ინფიცირებულთა რაოდენობა გააორმაგა”.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს