ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 25 აგვისტოს გამოაცხადებს


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების – ვაჟა გიგაურის, გიორგი სახელაშვილის და სულიკო საყევარაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.
დღევანდელ პროცესზე ცნობილი გახდა, რომ მოსამართლე გიორგი კერატიშვილი გადაწყვეტილებას 25 აგვისტოს გამოაცხადებს.
სანაიას თქმით, მოსამართლეს გადაწყვეტილების გამოცხადება დღესვე შეეძლო, თუმცა პროცესის გაჭიანურებას ცდილობს.
ჟურნალისტი საქმეზე გამამტყუნებელ განაჩენს ელის და აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, არ შეიძლება მოსამართლემ სხვა გადაწყვეტილება მიიღოს.
“მე მტკიცებულებებით დავადასტურე, თუ რა მოხდა იქ 25 თებერვალს. მოსამართლემ გადადო საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადება 25 აგვისტოს, რაც გაუგებარია ჩემთვის. ცდილობს, რომ ამ აგვისტოს დღეებში კიდევ გადაწიოს პროცესი, ივლისშიც ასე მოიქცა, როდესაც 5 ივლისი მოხდა და ეს ფონი იყო, მან არ მიიღო გადაწყვეტილება. ნახევარი საათი მიმდინარეობდა პროცესი და მას დღესვე შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება, დარწმუნებული ვარ, იცის რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ჩვენ ველოდებით გამამტყუნებელ განაჩენს, სხვა განაჩენი აქ არ შეიძლება იყოს”, – განაცხადა სანაიამ.
პროცესის პარალელურად სასამართლოს ეზოში ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები იყვნენ შეკრებილი.
თაგები:
ვახო სანაია

სტრასბურგის სასამართლო 2008 წლის ომის საქმეზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

შოთა თუთბერიძე – სტრასბურგის სასამართლო სავარაუდოდ, მალე გამოაცხადებს გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილის საქმეზე და ხელისუფლებას სურს, ახალი განაჩენი ჰქონდეს