Logo

ვახტანგ ბერიძე - დიდი პატივია, ვიყო ხულოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, მადლობა ამ დიდი ნდობისთვის

რეგიონები
41
Frontnews image description

“ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, ვიყო ხულოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი და არჩევის შემთხვევაში მერი”, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა ვახტანგ ბერიძემ განაცხადა.

მან “ქართული ოცნების” მთელ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

“მე მინდა, მადლობა გადავუხადო “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ხელმძღვანელობას. მინდა მადლობა გადავუხადო სულხან თამაზაშვილს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ამ დიდი ნდობისთვის და შესაძლებლობების მოცემისთვის, რომ ვემსახურო ჩემს ხალხს”, - განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.

Advertisement