ვახტანგ გადელია - ბოლო წლების განმავლობაში, რაც სენაკის მუნიციპალიტეტში გაკეთდა, მსგავსი რამ წლების განმავლობაში სანატრელი იყო სენაკის მოსახლეობისთვის


ავტორი
Front News საქართველო
"მაძლევენ იმის სტიმულს, რომ მომავალში უფრო მეტი გავაკეთო სენაკის მუნიციპალიტეტისთვის და უფრო მეტად განვითარდეს ჩვენი ქალაქი“ - განაცხადა სენაკში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ვახტანგ გადელიამ.
გადელია ამბობს, რომ იცის რეგიონში არსებული გამოწვევბი და მისი გადაჭრის გზები.
„იყო ძალიან დიდი პრობლემები, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში, რაც სენაკის მუნიციპალიტეტში გაკეთდა, მსგავსი რამ წლების განმავლობაში სანატრელი იყო სენაკის მოსახლეობისთვის. მომიწია ძალიან ბევრი სირთულის გადალახვა და ამ სირთულეებთან ყოველთვის ვგრძნობდი სენაკელების სიყვარულს, პატივისცემას. იყო მძიმე დღეები, სადაც მათი ჩართულობა, მათი სიყვარული ძალიან მახალისებდა და უფრო მეტად მაძლიერებდა“, - აღნიშნა გადელიამ.
მერობის კანდიდატმა გასული ოთხი წლის მანძილზე განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
მისი თქმით, დაგეგმილია ქალაქის სრული რეაბილიტაცია.
„განახლებული რეგიონების ფარგლებში ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით მოხდა სკვერის რეაბილიტაცია, მოეწყო საბავშვო სივრცეები, დაირგო ახალი ნარგავები, სრულად განახლდა ინფრასტრუქტურა. ჩემი მერობის პერიოდში მოვახერხეთ 5 სკოლის სრული რეაბილიტაცია. მომავალ წელს, შემდეგი ეტაპისთვის დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე სკოლის სრული რეაბილიტაცია. ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის სოციალური პროგრამები. სოციალური პროგრამები რა თქმა უნდა, მოემატა და გავზარდეთ ბოლო წლების განმავლობაში. სულ 18 სოციალური პროგრამა გვაქვს და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არის ის, რომ მუნიციპალიტეტს შეუძლია დააფინანსოს სოციალურად დაუცველი, დევნილი ბავშვების სწავლის საფასური.
მიმდინარეობს წყალმომარაგების პროექტი, რომლის შედეგადაც სენაკის ქალაქს 24 საათიანი წყალმომარაგება მიეწოდება. ცენტრალური ხელისუფლების და წყალმომარაგების კომპანიის ჩართულობით ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში და ახალი სოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს დაქსელვითი სამუშაოები. დაგეგმილი გვაქვს ქალაქის სრული რეაბილიტაცია. მოეწყობა ახალი ტროტუარები და ახალი გზები“, - განაცხადა ვახტანგ გადელიამ.
თაგები:
სენაკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს