Logo

ვახტანგ გადელია - დარწმუნებული ვარ თქვენს მხარდაჭერაში, რადგან თქვენ იცით, რაოდენ ფასეულია მშვიდობა და განვითარება

რეგიონები
1201
Frontnews image description

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სენაკის მერობის კანდიდატმა ვახტანგ გადელიამ სენაკის მცხოვრებლებს  წინასაარჩევნოდ მიმართა.

“ძვირფასო სენაკელებო!

4 ოქტომბერს ჩვენ კვლავ ვდგავართ ისტორიული არჩევანის წინაშე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. დარწმუნებული ვარ თქვენს მხარდაჭერაში, რადგან თქვენ იცით, რაოდენ ფასეულია მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, რასაც ერთად მივაღწიეთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში.

გასული ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი გუნდი ყოველდღე შრომობდა იმისთვის, რომ სენაკს მეტი შესაძლებლობა ჰქონოდა. თითოეული დაწყებული და დასრულებული პროექტი არის ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგი. დღეს სენაკი მხოლოდ რეგიონული ცენტრი კი არა, ისტორიული საგანძურია, თავისი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით, ძეგლებით, ტრადიციებითა და თეატრით, რომელიც მუდამ სიცოცხლით და შემოქმედებით სუნთქავს.

ჩვენმა ახალგაზრდობამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ სენაკი მომავლის ქალაქია. მათ ენერგიასა და იდეებს ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას, გადაიქცეს წარმატებულ პროექტებად. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდებისთვის შევქმენით ახალი სივრცეები განათლებისა და სპორტის სფეროში, განვაახლეთ ინფრასტრუქტურა და დავიწყეთ ისეთი პროგრამები, რომლებიც მათ შესაძლებლობებს კიდევ უფრო განამტკიცებს.

ჩვენ ერთად ღირსეულად გადავლახეთ ბევრი გამოწვევა. დღეს, სენაკი მტკიცე ნაბიჯებით ვითარდება, შენდება გზები, რეაბილიტირდება სკვერები და სკოლები, იწყება ახალი კულტურული და სოციალური პროექტები. ეს არის ჩვენი ერთიანი ძალისხმევის ნაყოფი, ჩვენი მომავლისთვის ბრძოლა.

მე ვაგრძელებ მტკიცე პოზიციით, რადგან ზუსტად ვიცი ჩვენი მუნიციპალიტეტის საჭიროებები. დარწმუნებული ვარ, თქვენი გვერდში დგომით ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო მეტს - მოვიპოვებთ დამაჯერებელ გამარჯვებას და ერთად განვახორციელებთ ისტორიულ და საჭირო პროექტებს, რომლებიც სენაკს ახალ სიცოცხლეს შესძენს.

მშვიდობა საქართველოს, მეტი განვითარება სენაკს!”,- განაცხადა ვახტანგ გადელიამ.

Advertisement