Logo

ვახტანგ გადელიამ აფხაზეთში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო

რეგიონები
1113
Frontnews image description

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ გადელიამ, საკრებულოს თავმჯდომარე საბა ოდიშარიასთან და მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ჟიული შარტავას და აფხაზეთში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

“27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე ერთ-ერთი უმძიმესი თარიღია საქართველოს ისტორიაში. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს სამშობლოს და საქართველოს ერთიანობას. მჯერა, რომ მშვიდობიანი გზით შესაძლებელია ნდობის აღდგენა, ერთმანეთის დაბრუნება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიღწევა. ამას ჩვენი გმირების ხსოვნა გვავალდებულებს”, - განაცხადა ვახტანგ გადელიამ.

სოხუმის დაცემიდან 32 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.

Advertisement