ვახტანგ ღამბაშიძე - მადლიერება და პატივისცემა გამოვხატეთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მაშინ იღვიძებენ, როცა მთელ ქალაქს სძინავს

ავტორი
Front News საქართველო
დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების შრომა ხშირად შეუმჩნეველია, თუმცა მისი მნიშვნელობა ფასდაუდებელია, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ზესტაფონის მერი ვახტანგ ღამბაშიძე წერს.
"მადლიერება და პატივისცემა გამოვხატეთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მაშინ იღვიძებენ, როცა მთელ ქალაქს სძინავს.
დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების შრომა ხშირად შეუმჩნეველია, თუმცა მისი მნიშვნელობა ფასდაუდებელია.
მადლობას გიხდით ქალაქის სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის,
კეთილსინდისიერი შრომისა და ყოველდღიური თავდადებისთვის, რომლითაც ჩვენი ქალაქი თითოეული მოქალაქისთვის უფრო სუფთა, ლამაზი და კომფორტული ხდება.
თქვენი დაუღალავი შრომა ქმნის სუფთა, მოწესრიგებულ და სასიამოვნო გარემოს როგორც ქალაქის მცხოვრებლებისთვის, ისე სტუმრებისთვის.
გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებებს", - წერს ღამბაშიძე.
თაგები:
ვახტანგ ღამბაშიძე














