ვახტანგ ღამბაშიძე - საახალწლო ნობათები გადავეცით 612 ბენეფიციარს, 470 მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახს

ავტორი
Front News საქართველო
ზესტაფონში 8 სოციალურ ჯგუფში მყოფ 612 ბენეფიციარს საახალწლო ნობათები გადასცეს. ამის შესახებ ზესტაფონის მერი სოციალურ ქსელში წერს.
ვახტანგ ღამბაშიძის განცხადებით, საახალწლო ნობათები გადაეცათ 470 მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახსა და შშმ პირებს, ასევე, აგვისტოს ომში დაღუპული გმირი ზაზა ფერაძის ოჯახს.
"ახალი წლის დღეები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთის გვერდით დგომა, ზრუნვა და სითბოს გაზიარება.
შობა-ახალი წელი მივულოცეთ და საახალწლო ნობათები გადავეცით 8 სოციალურ ჯგუფში მყოფ 612 ბენეფიციარს, მათ შორის:
• კავშირი “კათარზისი” - 124 ბენეფიციარი;
• “ცხოვრების მეგზური” - 28 ბენეფიციარი;
• კავშირი “ორიონი” - 86 ბენეფიციარი;
• ვეტერანი მოქალაქეები - 100 ბენეფიციარი;
• “გზა სიცოცხლისა” - 19 ბენეფიციარი;
• უსინათლოთა კავშირი - 127 ბენეფიციარი;
• უფასო სასადილოს ბენეფიციარები - 115;
• ვეტერანები - 13 ბენეფიციარი;
საახალწლო ნობათები გადაეცათ 470 მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახსა და შშმ პირებს, ასევე, აგვისტოს ომში დაღუპული გმირი ზაზა ფერაძის ოჯახს.
თითოეული ნობათი საჩუქართან ერთად იყო თანადგომისა და ადამიანური სითბოს გამოხატულება ყველასთვის, ვინც ჩვენს ზრუნვას საჭიროებს.
ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ახალ წელს თითოეული ოჯახი შეხვდეს იმედით, სითბოთი და ყურადღების განცდით.
ჩვენს ბენეფიციარებს ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ", - წერს ღამბაშიძე.
თაგები:
ვახტანგ ღამბაშიძე




