ვახტანგ გომელაური – 2008 წელს შინდისის ბრძოლა ერთ-ერთი განსაკუთრებული ბრძოლა იყო, ქედს ვიხრი ამ გმირების წინაშე


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, მოადგილეებთან ერთად, შიდა ქართლის რეგიონში, სოფელ შინდისში ჩავიდნენ და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული 17 გმირის საფლავი გვირგვინით შეამკეს.
“2008 წლის აგვისტო სრულიად საქართველოსთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის ნამდვილად უმძიმესი იყო. მძიმე იყო ზუსტად ამ რეგიონისთვის, გორისთვის, მიმდებარე სოფლებისთვის და იმ დაკარგული ორასამდე სოფლის მცხოვრებლებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვინც თავიანთი მამა-პაპისეულისახლები დატოვეს და წამოვიდნენ დევნილებად.
დაიღუპნენ სამოქალაქო პირები და დაიღუპნენ ეს ჩვენი გმირები, რომლებმაც თავის შესწირეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.
შინდისის ბრძოლა ერთ-ერთი განსაკუთრებული ბრძოლა იყო. ნამდვილად მძიმეა ამაზე საუბარი, როდესაც მოუსმენ, უყურებ ფილმს. რაც ამ ბიჭებმა გააკეთეს – შეწირეს თავის ქვეყანას თავი, არ არის ეს ადვილი გასაკეთებელი და ამ ბიჭებმა, ამ ვაჟკაცებმა, ამ გმირებმა ნამდვილად ახალი ისტორია – გმირობისისტორია დაწერეს. დიდი მადლობა და ქედს ვიხრი ნამდვილად ამ გმირების წინაშე”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შინდისის ბრძოლიდან 13 წელი გავიდა. 2008 წლის 11 აგვისტოს რუსულ სამხედრო ნაწილთან შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.
თაგები:
ვახტანგ გომელაური

ვახტანგ გომელაური – შსს-სთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა და ამ მიმართულებით მუდმივად ხორციელდება სხვადასხვა რეფორმა

გიორგი გახარია – დღეს განსაკუთრებული გონიერება გვმართებს ყველას, გონიერება და ერთობა, ერთობა, რომელიც ვაჩვენეთ 2008 წელს ერთ მუშტად შეკრულებმა მტრის წინაშე

ბიძინა ივანიშვილი – კახეთი, საქართველოს ძლიერების ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტია, ასე იყო უწინაც, ასეა ახლაც